როდის დაიწყებენ პოლიტიკური პარტიები ევროკომიის 9 დათქმის შესრულებაზე მუშაობას. ოპოზიციის ნაწილი რეკომენდაციების შესასრულებლად ყველაზე ხელსაყრელ დროდ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდს მიიჩნევს, რადგან მიაჩნიათ რომ ხელისუფლების ცვლილებების გარეშე რეალური შედეგი ვერ დადგება. სახელისუფლებო გუნდის განცხადებით კი ოპოზიციური პარტიები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით შემდეგ ეტაპზე არ გადავიდეს. მათივე განცხადებით სამუშაო ფორმატები უახლოეს მომავალში შეიქმნება და მასში ოპოზიციის ჩართულობაც იქნება საჭირო.