გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, თენგიზ ნასარიძე ქალაქ ბერლინში, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2024“გახსნის ღონისძიებას დაესწრო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, წელს საქართველოს სტენდზე 15 კომპანიის პროდუქციაა წარმოდგენილი, მათ შორის - თაფლი, ალკოჰოლიანი სასმელები, ჩურჩხელა, ტყემალი და ქართული სუნელები. გამოფენაში მონაწილეობას იღებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც. გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად 400 000-ზე მეტს აღწევს.