სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ 2024 წლის არჩევნებში ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპონენტებს, ქვეყნის წინააღმდეგ გადადმული ნაბიჯების გამო აკრიტიკებენ და მათ მორიგ მარცხს პირდებიან. საპირისპირო რეალობაზე საუბრობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. მათი თქმით მმართველ პარტიაში კრიზისია, ამიტომ ქართული ოცნება ცდილობს საკუთარი თავი დაარწმუნოს იმაში, რომ 60 პროცენტიანი რეიტინგი აქვს. რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებისთვის ოპოზიციური პარტიების გეგმებს - ისინი ადასტურებენ ინფორმაციას, რომ გარკვეული სახის მოლაპარაკებები კოლეგებთან უკვე მიმდინარრობს.