აშშ-ს, საბჭოთა კავშირის, ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ, იაპონია გახდა მსოფლიოს მეხუთე ქვეყანა, რომელმაც საფრენი აპარატი მთავარეზე უსაფრთხოდ დასვა. BBC-ის ცნობით, იაპონური რობოტი მთვარეზე წარმატებით დაეშვა, მაგრამ მზის ენერგიის სისტემასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო, შესაძლოა მისია მხოლოდ რამდენიმე საათი გაგრძელდეს. ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზის გამო, საფრანი აპარატი ელექტროენერგიის გამომუშავებას დიდი ალბათობით ვერ შეძლებს. ის მხოლოდ ბატარეებში შენახულ ენერგიას გამოიყენებს, რის შემდეგაც გაითიშება. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ინფრაწითელი კამერით აღჭურვილ რობოტს მთვარის გეოლოგია 2 კვირის განმავლობაში უნდა შეესწავლ