უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინის თავდაცვის ძალების განცხადებით, მტრის ძალები ლიმანის დასაკავებლად უშედეგო მცდელობებს განაგრძობენ. მათივე ცნობით, ბოლო ლიმანის მიმართულებიტ რუსული ძალების თავდასხმები განსაკუთრებით ინტენსიური გახდა, თუმცა უკრაინის დამცველები დასახლების დატოვებას არ აპირებენ. უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის ფრონტის ხაზზე 103 შეტაკება მოხდა. სულ, რუსებმა უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 59 შეტევა და 23 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელებმა მტრის 750 კარისკაცის ლიკვიდაცია შეძლეს, რის შედეგადაც ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის დანაკარგებმა 375 200 ჯარისკაცს გადააჭარბა.