ირანული მედია ადასტურებს, რომ სირიაში, საჰაერო იერიშის შედეგად ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის 4 ოფიცერი დაიღუპა. ირანის საინფორმაციო სააგენტო Mehr-ი აცხადებს, რომ რევოლუციური გვარდიის სირიის დაზვერვის უფროსი, მისი მოადგილე და გვარდიის ორი სხვა წევრი ისრაელის მიერ სირიაზე განხორციელებულ თავდასხმას მოწამეობრივად ემსხვერპლნენ, რამდენიმე საათის წინ, სირიის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დამასკოში, მრავალსართულიან შენობაზე საჰაერო დარტყმა, სავარაუდოდ, ისრაელმა განახორციელა. ისრაელი გავრცელებულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს.