ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" წარმომადგენლები, მუსა აბუ მარზუკი და ბასემ ნაიმი, მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდნენ. ისინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ ბოგდანოვს შეხვდნენ, რომელიც წლების წინ ისრაელში რუსეთის სრულუფლებიანი ელჩი იყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საუბრისას ყურადღება გამახვილდა პალესტინა-ისრაელის მიმდინარე დაპირისპირებაზე, რომლის ფონზეც ღაზის სექტორში ჰუმანიტარულმა კრიზისმა კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია. უწყების თქმით, რუსეთის წარმომადგენელმა "ჰამასის" წევრებს ისრაელელი ტყვეების გათავისუფლებისკენაც მოუწოდა. არსებული ინფორმაციით, ტყვეობაში ამ დროისთვის რუსეთის 3 მოქალაქე იმყოფება.