რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის, "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, რუსეთი საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს აღრიცხავს. რუსეთის მთავრობის მიერ დამტკიცებულ საიმიგრაციო პოლიტიკის გეგმის მიხედვით, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამოქალაქეებს სავალდებულო აღრიცხვა საკონსულოებში მოუწევთ. ასევე, იურიდიულად განისაზღვრება ცნება "მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს რუსეთის საზღვრებს გარეთ" და დადგინდება მისი სამართლებრივი სტატუსი. კონკრეტული ზომები, რომლითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს აღრიცხვას აიძულებენ, დოკუმენტში მითითებული არ არის.