ირაკლი კობახიძისა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლების ჩინეთში ვიზიტს ოპოზიციაში კრიტიკულად აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ურთიერთობისა და თანამშრომლობის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, თუმცა ამტკიცებენ რომ დემოკრატიული სახელმწიფო კომუნისტურ ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას იდეის დონეზეც კი არ უნდა განიხილავდეს. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ჩინეთში ვიზიტს დღეს დაასრულებს.