პირველი ქართული ფრენჩაიზი "შავი ლომი" 20 იანვარს 17:00 საათზე ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ფრანგულ კლუბთან, "კლერმონთან" ჩაატარებს. "შავმა ლომმა" კაპიტნის ვარჯიში უკვე გამართა და მოახლოებული დაპირისპირებისთვის შემადგენლობაც დაასახელა. "კლერმონთან" შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ტრავმის შემდეგ მიხეილ ბაბუნაშვილი და ლუკა ივანიშვილი დაბრუდნენ. აღნიშნული მატჩი "შავ ლომში" მთავარი მწვრთნელის რანგში ლევან მაისაშვილისთვის ბოლო იქნება. მის ადგილს 52 წლის ინგლისელი სპეციალისტი, რიჩარდ კოკერილი დაიკავებს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის კარები გულშემატკივრებისთვის 13:00 საათზე გაიღება, სადაც მატჩის დაწყებამდე სპეციალურად მოწყობილი ფანზონა და არაერთი გასართობი ღონისძიება დახვდებათ.