დღეს ქართული ცეკვის ლეგენდის - ნინო რამიშვილის დაბადების დღეა. მის სახელს უკავშირდება, მეუღლესთან ილიკო სუხიშვილთან ერთად, ახლანდელი ქართული ნაციონალური ბალეტის ,,სუხიშვილების" შექმნის ისტორია. მან მთელი ცხოვრება ქართულ ხალხურ ცეკვას მიუძღვნა და სცენიდან ჩვენი ქვეყნის უნიკალური კულტურა მთელ მსოფლიოს გააცნო.