გადაიყვანენ თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს პენიტენციურ დაწესებულებაში - „წამების პრევენციის კომიტეტის“ დოკუმენტის საპასუხოდ, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პუტინის პირადი პატიმარია და ქართველ ხალხს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამავდროულად, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა მესამე პრეზიდენტის ციხეში გადაყვანაზე აქტიურად დაიწყეს საუბარი.