საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ხმათა 60%-ს მიიღებდა. მისივე თქმით, ოპოზიციაში მესამე ძალა არ არსებობს, რადგანაც, როგორც პრემიერი ამბობს, ოპოზიციაში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიები იმყოფებიან. მთავრობის მეთაურის ამ განცხადებას ოპოზიცია უკვე გამოეხმაურა. ხელისუფლების ოპონენტები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას კომიკურს უწოდებენ.