Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ფედერალური მთავრობის დაფინანსებას მარტის დასაწყისამდე ითვალისწინებს. დოკუმენტის საფუძველზე მთავრობის მუშაობის შეჩერების თავიდან აცილება მოხდება. კანონპროექტს მხარი 314-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 108 კონგრესმენი, მათ შორის 106 რესპუბლიკელი იყო. საბოლოოდ, დასამტკიცებლად კანონპროექტი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაეგზავნა. პარალელურად, ამერიკელ კანონმდებლებს შორის, დამატებით დაფინანსებაზე, თეთრი სახლის მოთხოვნის დამტკიცების შესახებ დისკუსიები მიმდინარეობს. დამატებითი დაფინანსება, უკრაინის დახმარებას მოიცავს. დაფინანსების შესახებ მოთხოვნა რესპუბლიკელთა პოზიციის გამო ოქტომბრიდან შეჩერებულია. ისინი აშშ-ის სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერებას ითხოვენ.