ინდოეთის ერთ-ერთ ტბაში ნავი ჩაიძირა. შემთხვევის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა. ნავში პიკნიკზე მყოფი მოსწავლეები და 2 მასწავლებელი იყვნენ. დაღუპულთა უმეტესობა ბავშვია. მაშველებმა რამდენიმე მათგანის გადარჩენა შეძლეს, ისინი უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ტბაში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის სავარაუდო მიზეზი, ნავზე დასაშვები წონის გადაჭარბება გახდა.