„ჰუსიტების“ წარმომადგენლის, მუჰამედ ალ-ბაჰიტის განცხადებით, წითელ ზღვაში რუსულ და ჩინურ გემებს საფრთხე არ ემუქრებათ. ჰუსიტების თქმით, ამ ქვეყნების ხომალდების უსაფრთხო გადაადგილებას თავადვე უზრუნვეყოფენ. მანამდე კი, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ „ჰუსიტებმა“ მათ კუთვნილ ტანკერს, Chem Ranger-ს ხომალდსაწინააღმდეგო ორი ბალისტიკური რაკეტა ესროლეს. თავდასხმის შესახებ შეერთებული შტატები და „ჰუსიტები“ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. „ჰუსიტების“ მტკიცებით, აღნიშნულ ხომალდს პირდაპირ დაარტყეს, ამერიკის ცენტრალური სარდლობა კი აცხადებს, რომ „ჰუსიტებმა“ ტანკერის მიმართულებით ხომალდსაწინააღმდეგო ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, თუმცა ისინი გემის მახლობლად, წყალში ჩაეშვნენ და ხომალდი არ დაზიანებულა. შეგახსენებთ, რომ „ჰუსიტებმა“ პალესტინელთა სოლიდარობის ნიშნად, წითელ ზღვაში ისრაელთან დაკავშირებულ გემებზე თავდასხმები, ღაზის სექტორში მიმდინარე ომის შემდეგ წამოიწყეს.