საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს არჩევნების ჩატარების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ხმათა 60%-ს აიღებდა. მანვე აღნიშნა, რომ მმართველ პარტიაში მოახლოებულ არჩევნებზე არ ნერვიულობენ, თუმცა იმისთვის ემზადებიან, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღონ. გარდა ამისა, პრემიერმა ოპოზიციას "ხელმოცარული" უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილის აღნიშნულ გზავნილებს ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე გამოეხმაურნენ.