შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატის წევრთა უმრავლესობა უკრაინისთვის მხარდაჭერას წინადადებას ემხრობა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მრჩევლის, ფილიპ გორდონის განცხადებით, კონგრესში უმრავლესობას მიაჩნია, რომ უკრაინის მხარდამჭერი პაკეტის მიღება სწორი ნაბიჯია. მისივე თქმით, კანონმდებლებს, რომლებიც ახლა ამ გადაწყვეტილებას ბლოკავენ, სხვა პრიორიტეტები აქვთ, რაც აშშ-ის შიდა საზღვრის უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული.