აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, იემენელმა „ჰუსიტებმა“ მათ კუთვნილ ტანკერს, Chem Ranger-ს ხომალდსაწინააღმდეგო ორი ბალისტიკური რაკეტა ესროლეს. თავდასხმის შესახებ შეერთებული შტატები და „ჰუსიტები“ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. „ჰუსიტების“ მტკიცებით, აღნიშნულ ხომალდზე პირდაპირი იერიში მიიტანეს, ამერიკის ცენტრალური სარდლობის ცნობით კი, „ჰუსიტებმა“ ტანკერის მიმართულებით ხომალდსაწინააღმდეგო ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, თუმცა ისინი გემის მახლობლად, წყალში ჩაეშვნენ და ხომალდი არ დაზიანდა. სარდლობის ცნობით, ინციდენტის შემდეგ ხომალდმა თავისი მარშრუტი გააგრძელა.