საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრეზიდენტს ისააკ ჰერცოგს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის პარტნიორობა და მეგობრობა ყოველთვის მაღალ ნიშნულზეა. განსახილველ საკითხებს შორის იყო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ისრაელსა და მის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს გმობს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ისააკ ჰერცოგმა უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს.