დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა რუსეთის ფედერაციის ტერორის დაბლოკვას ნიშნავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. ყველა ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენელი უნდა გააქტიურდეს, რათა ჩვენი პარტნიორები უფრო აქტიურად რეაგირებენ რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის ყველა შემთხვევაზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები აბსტრაქტული საკითხი არ არის.
"ეს ეხება იმას, თუ როგორ აწარმოებს ტერორისტული სახელმწიფო იარაღს, კერძოდ რაკეტებს. ყველა რუსულ რაკეტას აქვს ათობით კრიტიკული კომპონენტი, რომლებიც წარმოებულია საზღვარგარეთ და ბევრი მათგანი თავისუფალი სამყაროს კომპანიების მიერ. რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა, ფაქტობრივად, ტერორის ბლოკირებაა. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, ვისაც ეს ესმის, და ყველასი მსოფლიოში, ვინც გვეხმარება შესაბამის სამუშაოებში", - განაცხადა ზელენსკიმ.