“ჰამასსა“ და ისრაელს შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, წითელი ზღვიდან ისრაელის რაკეტები გაუშვეს. მათივე ცნობით, რაკეტების სამიზნეს ისრაელის ქალაქი ეილათი წაროადგენდა, რის გამოც ქალაქში რამდენიმე საათის განმავლობაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდასხმის მოგერიება დროულად შეძლეს. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ დგას თავდასხმის უკან. პალესტინური მედიასაშუალებების განცხადებით, რაზას სექტორში კვლავ მძიმე ჰუამანიტარული კრიზისია. ადგილობრივებს საკვებსა და მედიკამენტებზე წვდომა შეზღუდული აქვთ.