სამხრეთ-აღმოსავლეთ სირიაში, იორდანიის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია და სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია ავრცელებს. მათი განცხადებით, იორდანიის სამხედრო თვითმფრინავებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია სვეიდაში საცხოვრებელ ტერიტორიებსა და საწყობებზე საჰაერო იერიშები განახორციელეს. დაიღუპა სულ მცირე ცხრა ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი და ოთხი ქალი. ადგილობრივი მედიის ცნობით, სავარაუდოდ, იორდანიამ საჰაერო დარტყმები ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ განახორციელა.