რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებული, არასრულწლოვნის დედის და ბიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენება მკვლელობაში ბრალდებულის, ალიმ სადიკოვის დებმა მისცეს. თუ რა განაცხადეს მოწმეებმა სასამართლო პროცესზე და იცოდნენ თუ არა არასრულწლოვნის იძულებითი ქორწინების შესახებ, თემის დეტალებით ინტერპრესნიუსის ჟურნალისტი ეკა ლემონჯავა გვიერთდება.