ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის დავაში ფულის გათეთრების ნიშნები ვერ იპოვეს,. "ქართული ოცნების" ახლა უკვე საპატიო თავმჯდომარემ შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან დავა წააგო. ინფორმაციას ბლუმბერგი ჟენევის ფინანსური პროკურორის 9 იანვრით დათარიღებულ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს. ივ ბერტოსამ მხარეებს განუცხადა, რომ მისმა გამოძიებამ ვერ იპოვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც გარდაცვლილ ბანკირ პატრიკ ლესკადრონის ან მესამე მხარის მიერ ფირმაში „ფულის გათეთრებას დაადასტურებდა. Bloomberg-ი ასევე ციტირებს ბიძინა ივანიშვილის სპიკერის განცხადებას, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქმის დახურვის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ივანიშვილის მხარე ივ ბერტოსის მსჯელობას არ ეთანხდება, რადგან მიიჩნევს, რომ ჟენევის პროკურორი Credit Suisse-ის კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის მხრიდან თაღლითობის შედეგად მიღებული შემოსავლების დამალვის მტკიცებულებებს უგულებელყოფს. თაღლითობისთვის გასამართლებულმა ბანკირმა პატრიკ ლეკოდრონმა 2020 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.