პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილი დებატებში კიდევ ერთხელ გამოიწვია. გახარიამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლების სისუსტეებზე საუბრობს, ყოფილ თანაპარტიელებს კი “პატარა, მშიშარა ბიჭებს” უწოდებს. როგორც თავად ამბობს, “ქართული ოცნების” წევრებმა ბიძინა ივანიშვილი არაერთხელ გასცეს და მისი გეგმები დეტალურად გააჟღერეს.