წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის ევროპული კომიტეტი კლინიკა ვივამედში მყოფ პატიმართა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის პირობებთან დაკავშირებით შეფასებას აქვეყნებს. ვრცელ დოკუმენტში კომიტეტი აღნიშნავს რომ მიუხედავად იმისა სააკაშვილს წვდომა აქვს მისთვის საჭირო სპეციალისტებთან, სხვა ფაქტორების ერთიანობა, როგორიცაა მარტო ყოფნა და კამერების მუდმივი მონიტორინგი, იწვევს სიტუაციას რომელიც არის მჩაგვრელი და დამამცირებელი. ანგარიშში აღნიშნულია ისიც რომ პაციენტებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს საკვებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა. კლინიკაში მოთავსებულული მსჯავრდებულებისთვის პირობები არის დამაკმაყოფილებელი და ადეკვატური. როგორ აფასებს კომიტეტი სააკაშვილისა და სხვა პაციენტებისთვის შექმნილ პირობებს. კომიტეტის ანგარიშს გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობა. პარტია ისევ სააკაშვილის წამების შესახებ საუბრობს. მერაბ პაპაშვილი გააგრძელებს ამ საკითხზე საუბარს.