2008 წლის ომი, საქართველოს ევროინტეგრაცია, რეგიონული პოლიტიკა და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის და აცხადებს რომ დასავლეთი ჩვენი ქვეყნის უალტერნატივო არჩევანია. ხატია სამხარაძე გაგვაცნობს თემის დეტალებს.