ევროკავშირი პაკისტანისა და ირანის მიერ განხორციელებული შეტევების გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.
„ეს თავდასხმები, მათ შორის პაკისტანში, ერაყსა და ირანში, ევროკავშირის ღრმა შეშფოთებას იწვევს, რადგან თავდასხმები ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს და რეგიონში დესტაბილიზაციის ეფექტი აქვს“, - განაცხადა პიტერ სტანომ.
შეგახსენებთ, სამშაბათს, ირანმა პაკისტანის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა განახორციელა, რასაც დღეს დილით, პაკისტანის მიერ საპასუხო იერიშები მოჰყვა.