საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ტექნიკა შეემატა,რომელიც უწყებამ გერმანიის ფედერაციული მთავრობის გრანტით შეისყიდა. ვაზიანში, თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ახალი ტექნიკა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და გერმანიის ელჩმა საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერმა დაათვალიერეს.