აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საერთაშორისო ურთიერთობათა და საპარლამენტთაშორისო კომიტეტი ქვეყნის მთავრობას საფრანგეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანში ფრანგი მაღალჩინოსნების ნებისმიერი ქონება უნდა გაიყინოს და საფრანგეთთან ეკონომიკური ურთიერთობა უნდა შეწყდეს. ყველა ფრანგული კომპანია, მათ შორის Total-ი, უნდა განიდევნოს აზერბაიჯანიდან, ფრანგულ კომპანიებს კი სამთავრობო პროექტებში მონაწილეობა უნდა აეკრძალოთ. ამასთან, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტი მოუწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიიღოს ზომები შემდეგი კუნძულების - კანაკის, მაოჰი ნუისა და კორსიკის დამოუკიდებლობის აღიარების მიმართულებით. კომიტეტში მიიჩნევენ, რომ საფრანგეთის მხრიდან ანტიაზერბაიჯანული ქმედებების გაგრძელების გათვალისწინებით, აზერბაიჯანის მთავრობამ საფრანგეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა დააწესოს.