რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებული, არასრულწლოვნის დედის და ბიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენებას მკვლელობაში ბრალდებულის, ალიმ სადიკოვის დები მისცემენ. მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. მათი განმარტებით, გოგონა თავისივე სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა.