უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგში ნავთობბაზას დაარტყეს. უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო. სამინისტროს განცხადებით, ამჟამად მონაცემების შეგროვება მიმდინარეობს, რის შედეგადაც დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა. ამასთან, „ტელეგრამ“ არხი Astra იუწყება, რომ დრონი სანქტ-პეტერბურგში, „პეტერბურგის ნავთობტერმინალის“ ტერიტორიაზე დაეცა და აფეთქდა.