შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიება შეწყდა. გამოცემა Bloomberg-ი წერს, რომ „UBS ჯგუფმა“-მა შვეიცარიული ბანკისგან მიღებულ ერთ-ერთ იურიდიულ დავასთან დაკავშირებით წარმატებას მიაღწია. ჟენევის მთავარი ფინანსური პროკურორის ცნობით, გამოძიებამ „ფულის გათეთრების“ შესახებ მტკიცებულება ვერ მოიპოვა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის მხარე არ ეთანხმება. ივანიშვილი საქმის დახურვის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.