სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 18 სადაზღვევო კომპანიაა რეგისტრირებული, რომლებიც სხვადასხვა დაზღვევის ლიცენზიებს ფლობენ. უწყების ინფორმაციით, გასული წლის შემოსავლებმა მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც 2022 წელთან შედარებით 15%-ით მეტია. დავით ონოფრიშვილის განცხადებით, შემოსავლების ზრდა სამედიცინო დაზღვევის, ავტოდაზღვევისა და სიცოცხლის დაზღვევის მოზიდვით არის განპირობებული, თუმცა მისივე ინფორმაციით, შემოსავლების ზრდასთან ერთად კომპანიის ზარალი გაიზარდა.