შვეიცარიაში დავოსის ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გრძელდება. სამიტის მთავარი თემებია - უკრანის ომი, მსოფლიოს ეკონომიკური განვითარება და კლიმატის ცვლილებები. ფორუმს ათობით ქვეყნის ლიდერი ესწრება. მათ შორის არიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და ასევე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ევროპელმა ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ოფიციალური კიევის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. უკრაინის საკითხის გარდა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტიც აქტიურად განიხილება. 18-ი იანვრის დღის წესრიგის ძირითად თემებს ეკოლოგია, განახლებადი ენერგო რესურსების გამოყენება და კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული პროცესები წარმოადგენს. დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 19 იანვრამდე გაგრძელდება.