რაჭის ეროვნული პარკის მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის კალმახის 60 000 ქვირითით დათევზიანდა. რაჭის ეროვნული პარკი, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში 2022 წელს შეიქმნა, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის. რაჭის ეროვნული პარკი გამოირჩევა ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ეკოსისტემებითა და ლანდშაფტებით. 2016 წლის სექტემბრიდან, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის” კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. სააგენტოს გეგმას წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება, შემდეგ კი მდინარეების გათევზიანება წარმოადგენს.