რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა კიდევ ერთ ლოკაციაზე დაიწყო. პროექტი, რომელიც მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე ხორციელდება, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე, 11 000-ს კვადრატულ მეტრ ფართობზე, გზისა და ტროტუარების მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის მიმდინარეობას რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე ადგილზე გაეცნო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხანძთელის ქუჩაზე, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაც იქნება შესაძლებელი. პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 300 000 ლარს აჭარბებს.