ჩამოყალიბდება თუ არა „ხალხის ძალა“ პოლიტიკურ პარტიად - გაერთიანებაში ამბობენ, რომ სამოქმედო გეგმის შესახებ გუნდის შიგნით კონსულტაციები უკვე დაიწყო. ოპოზიციის აზრით, „ხალხის ძალა“ მმართველი პარტიის მიერ შექმნილი ალტერნატიული პოლიტიკური პროექტია, ამას კი, მათი აზრით, საზოგადოების მხარდაჭერა არ ექნება. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში, „ხალხის ძალას“ ბარიერის გადალახვა გაუჭირდება.