მმართველი პარტია ჩინეთში ვიზიტს აგრძელებს. საპარლამენტო უმრავლესობის დელეგაცია ჩინეთში 20 იანვრამდე დარჩება. ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, მამუკა გამყრელიძე აცხადებს, რომ ჩინეთი თანამედროვე მსოფლიოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშეა, ამიტომ ასეთ ქვეყანასთან მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობას საქართველოსთვის დადებითი შედეგების მოტანა შეუძლია. ოპოზიცია კი „ქართული ოცნების“ ლიდერების ჩინეთში ვიზიტს კრიტიკულად აფასებს. მათივე თქმით, გაუგებარია ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა, მაშინ, როდესაც ამ ქვეყნის ხელისუფლებას საქართველოს მცოცავ ოკუპაციაზე მხარდამჭერი განცადება არ გაუვრცელებია.