საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, USAID-ის ადმინისტრატორის, სამანტა პაუერის მიწვევით, დავოსის საერთაშორისო ფორუმზე მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით - "ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ". საქართველოს პრემიერთან და სამანტა პაუერთან ერთად, აღნიშნულ დისკუსიაში მონაწილეობდა მაკკინსის გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორი, ლუსი პერეზი და ტანზანიის სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკისა და ინვესტიციის სამინისტროებში, მუდრიკ სორაღაში. დისკუსიაზე USAID-ის ადმინისტრატორმა, სამანტა პაუერმა სისხლში ტყვიის ნიშნის შემცირების კუთხით საქართველოს მაგალითზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა.