საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ტყვიით მოწამვლას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალურ გამოწვევად მიიჩნევს. ამის შესახებ პრემიერმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ იმ პანელზე ისაუბრა, სადაც საკვებში ტყვიის შემცველობით გამოწვეული პრობლემები და რისკები განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს ამ მიმართულებით საგანგაშო ვითარება არ აქვს. პრემიერი დღის განმავლობაში დელეგაციასთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებს და უცხოელ კოლეგებს შეხვდა.