2023 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში დასავლურმა კომპანიებმა რუსეთს 2,9 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტები მიაწოდეს. ერმაკ-მაკფოლის ჯგუფის ახალ ანგარიშში, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შედგენაზე მუშაობს, აღნიშნულია რომ უკრაინის მიერ განადგურებული ან ხელში ჩაგდებული რუსული იარაღის ნიმუშებში 250-ზე მეტი დასავლური კომპანიის მიერ წარმოებული კომპონენტებია აღმოჩენილი. ექსპერტები რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის მცდელობების აღსაკვეთად, შესაბამისი ზომების მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ.