დავოსში ეკონომიკური ფორუმი გრძელდება. მსოფლიო ლიდერებს საქართველოს პრემიერი სიტყვით სულ ცოტახანში მიმართავს. პარალელურად, ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო პარტნიორებთან და უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს მართავს, რაც მსხვილი კომპანიების საქართველოში შემოსვლას და ინვესტიციების მოზიდვას ემსახურება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ფორმატში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოში ეიპიემ ტერმინალის საქმიანობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები იყო. ხატია სამხარაძე გვიერთდება თემის დეტალებით.