უკრაინისთვის დახმარების დაგვიანებაზე ექსპერიმენტს არავის ვურჩევდი, ვინაიდან, უფრო დიდი კრიზისი იქნება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში საერთაშორისო მედია საბჭოსთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინელების „დახმარება“ არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის დახმარება, არამედ ევროპის უსაფრთხოებაა.
“სიმართლე რომ გითხრათ, არავის ვურჩევდი ექსპერიმენტს, ვინაიდან ეს საშინელი ექსპერიმენტია - ამა თუ იმ დახმარების დაყოვნება. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ხანდახან “დახმარებას” დახმარებას ვეძახით, ვინაიდან, სამწუხაროდ, ყველა ვერ იაზრებს, რომ ეს არა მხოლოდ უკრაინის დახმარებაა. კი, ეს არის უკრაინელი ხალხის უმრავლესობის [დახმარება], მაგრამ ეს ასევე ევროპული კონტინენტის უსაფრთხოებაა, რომელსაც, რა თქმა უნდა, გავლენა ექნება ყველა კონტინენტის უსაფრთხოებაზე.. და უკვე ახდენს გავლენას”,- განაცხადა ზელენსკიმ.
კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ შავი ზღვრის ბლოკირებამ ბევრ სახელმწიფოს აგრარული სექტორის ფასების პოლიტიკის დემპინგი მოუტანა, ხოლო ზოგიერთი სახელმწიფო “უბრალოდ პურის გარეშე დარჩა”.
“ჩვენს ენერგოსისტემაზე დარტყმები. აგერ მაგალითი. უკრაინა ევროპულ ქსელს შეუერთდა. რაზე მეტყველებდა ეს? - ეს ევროპის ბევრი ქვეყნისთვის გამოსავალი იყო ფასების დემპინგის შემდეგ, რომელიც რუსეთმა შექმნა, - ეს გამოსავალი იყო იაფი დენის მისაღებად. ეს ასევე ძალიან დაეხმარებოდა უბრალო ხალხს ევროპაში”,-განაცხადა ზელენსკიმ.