ირანული მედიის ინფორმაციით, პაკისტანში ავიაიერიშების სამიზნე ტერორისტული დაჯგუფება „ჯაიშ ალ-ზულმის“ ორი მნიშვნელოვანი შტაბი იყო. გავრცელებული ცნობით, სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების კოორდინირებული შეტევის შედეგად ორივე შტაბი სრულად განადგურებულია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტერიტორიას, რომელიც დღეს ირანის უპილოტო აპარატებისა და სარაკეტო ოპერაციების სამიზნე იყო პაკისტანში, „მწვანე მთა“ ეწოდება. საჰაერო თავდასხმა პაკისტანის მთავრობამ დაგმო და ირანს სერიოზული შედეგებით დაემუქრა. ქვეყნის საგარეო უწყების ცნობით, ირანის მიერ მათი საჰაერო სივრცის დარღვევას ორი ბავშვი ემსხვერპლა.