შვეიცარიაში დავოსის ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გრძელდება. ფორუმს ათობით ქვეყნის ლიდერები ესწრებიან. განხილვის მთავარი თემები მსოფლიოში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესებია. გამომსვლელების უმეტესობა საკუთარ სიტყვაში ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებსა და მათი გადაჭრის გზებზე საუბრობს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე ომის დასასრულებლად ამერიკა აქტიურად მუშაობს. მისივე თქმით, ომის დასრულების შემდეგ ისრაელი პალესტინის რეფორმირებულ მთავრობას უნდა დაეხმაროს და არ დაუპირისპირდეს. ბლინკენმა უკრაინაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ევროინტეგრაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მისივე თქმით უკრაინის გაძლიერებისათვის მეტი ძალისხმევის გაწევა აუცილებელია. შვეიცარიის ქალაქ დავოსში ყოველწლიურმა მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა სტარტი 16 იანვარს აიღო.