საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა გაჭიანურების პრობლემის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო-ს ინფორმაციით, დოკუმენტი დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფთან თანამშრომლობითა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა. კვლევის მიხედვით ძირითადად ჭიანურდება ადმინისტრაციული და სამოქალაქო დავების განხილვა, ასევე სისხლის სამართლის საქმეები, სადაც ბრალდებულს არ აქვს შეფარდებული პატიმრობა. კვლევის ავტორების თქმით, საქმეთა გაჭიანურება სერიოზული პრობლემაა მართლმსაჯულებაში, რასაც ხელისუფლებაც აღიარებს.