ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაციამ კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით საქართველოში სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, საქართველოში მაღალი მოცულობისა და სიჩქარის მომსახურებები, როგორც მობილურ ისე ფიქსირებულ ბაზარზე მნიშვნელოვნად ძვირია ვიდრე ევროპაში. მაგალითისთვის, საქართველოში 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი 136%-ით, ხოლო 10 გბ მობილური ინტერნეტი სასაუბრო დროსთან ერთად 35%-ით ძვირია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. კვლევის მიხედვით, დაბალი მოცულობისა და სიჩქარის მომსახურებები ევროპული ქვეყნების ანალოგიური ან ზოგ შემთხვევაში - იაფია. კვლევაში გამოვლენილი გამოწვევების დაძლევის მიზნით, კომუნიკაციების კომისია სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შემდგომ, შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.