ოპოზიციური პარტიების მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის უკვე დაწყებულია თუმცა უცნობია, რა შემადგენლობით წარდგებიან ისინი საპარლამენტო არჩევნებზე. ოპოზიციურ სპექტრში აღნიშნულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა თუმცა ზოგიერთი დეპუტატი მოლაპარაკებების დაწყებას უკვე ადასტურებს. აღსანიშნავია ისიც რომ გარკვეული სახის მოლაპარაკებების დაწყებაზე პარტიის შექმნასთან დაკავშირებით მოძრაობა ხალხის ძალის წარმომადგენლებიც საუბრობენ. რა განცხადებები კეთდება აღნიშნულ თემაზე პოლიტიკურ სპეტრში და რას აცხადებენ მოძრაობა "ხალხის ძალაში".